კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო ზეწოლის ახალი ხერხი

4 მაისი, 2010
„ეროვნული საბჭო“ ყვარელში, შესაძლოა, პარტიული სიის გარეშე დარჩეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ საბჭოს საოლქო-საარჩევნო კომისიაში 11-კაციანი პარტიული სია აქვს წარდგენილი, საიდანაც ორმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„მზია ხუტუაშვილმა არჩევნების მონაწილეობაზე უარი პარტიული სიის წარდგენის შემდეგ თქვა. დღეს კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთმა კანდიდატმა  ანეტა მღებრიშვილმა განაცხადა. 9 კაცის შემადგენლობით კი კანონი პარტიული სიით არჩევნებში მონაწილეობას კრძალავს“, - განაცხადა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით ტოჩილაშვილმა.

ეროვნულ საბჭოში აღნიშნეს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან ხდება.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სიის კანდიდატებზე რაიმე სახის ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. „ზეწოლის ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მიმითითებენ. ჩვენ სხვა პარტიების შიდაპარტიულ საქმიანობაში არ ვერევით. მაგათ თუ რამე შიდაპარტიული დაპირისპირება აქვთ, არაფერ შუაში ვართ“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები