კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი საუბნო-საარჩევნო კომისიის ოთახში მუშაობს

5 მაისი, 2010
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრები დუისის მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის ოთახში მუშაობენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შტაბის წევრთა თათბირებს დუისის გამგებელთან ერთად საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიანა მარგოშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში განმარტეს, საუბნო-საარჩევნო კომისიის ოთახში რომ ნაცმოძრაობის აქტივისტების წინასაარჩევნო თათბირები იმართება, ეს ფაქტი უფლებადაცვით ორგანიზაციას კომისიაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა წევრებმაც დაუდასტურეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი შვებულებაშია გასული. „შვებულებაში გასული პირის საქმიანობაზე მე პასუხს არ ვაგებ“, - განაცხადა ნასყიდაშვილმა.

ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იოკურიძის თქმით, ის აღნიშნულ ინფორმაციას შეისწავლის და მისი დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

დუისის მე-5 საარჩევნო უბანი ყოფილი გამგეობის შენობაშია განთავსებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები