კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში საეკლესიო პირების მონაწილეობას აპროტესტებს

5 მაისი, 2010
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში საეკლესიო პირების მონაწილეობას აპროტესტებენ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 29 აპრილს, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გურჯაანში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები წარადგინა, დარბაზში მამა გიორგი გეთიაშვილი იმყოფებოდა. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ტოჩილაშვილის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელია, ჰერეთისა და ნეკრესის მეუფის, სერგი ჩეკურიშვილის მანქანით გადაადგილდება. ამავე პარტიის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბნის ეკლესიის მოძღვარმა, მამა მამუკამ მრევლს პროგრამა „კარდაკარში“ მუშაობა აუკრძალა, რომელსაც ნოღაიდელის პარტია ახორციელებდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, საეკლესიო პირები მრევლს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

ვარდისუბნის ეკლესიის მოძღვარი, მამა მამუკა ოპოზიციის განცხადებებს უარყოფს. „საიდან მოიტანეს ასეთი ტყუილები?! არაფერ შუაში არა ვარ. არავისთვის არაფერი არ ამიკრძალავს და არჩევნებში საერთოდ არ ვერევი“, - განაცხადა მოძღვარმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები