კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იორმუღანლოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

7 მაისი, 2010
6 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობამ საპროტესტო აქციას გამართა. იორმუღანლოს პოლიციის განყოფილების წინ შეკრებილმა 500-მდე ადამიანმა სოფლის ყოფილი გამგებლის - კაზანთარ მამედოვის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა უფლებადაცვით ორგანიზაციას აცნობეს, სოფლის გამგებელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაახლოებით ორი თვის წინ დააკავეს.

„რაიონის გამგებლის დავალებით სოფელში მიწის გადასახადებს აგროვებდა, რაზედაც დაიჭირეს. თუ უკანონობა იყო, რატომ დაავალეს? ახლა ფულს სთხოვენ, საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთო. ფული კი არა აქვს. გუშინ საგარეჯოში ვიყავით 300-ზე მეტი ადამიანი და გამგებელთან შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ არ შეგვხვდა. ვთხოვეთ, რომ დღეს აქ მოსულიყო და ამაზეც უარი თქვა“, - აღნიშნავს იორმუღანლოს მკვიდრი მუბარის მამედოვი.

იორმუღანლოს მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები