კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფინანსთა სამინისტროს ადანაშაულებს

10 მაისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფინანსთა სამინისტროს მეწარმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ზეპირი მითითებით საგადასახადო მომსახურების განყოფილებები კახეთში მეწარმეებს საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით ჩაბარებას ავალდებულებენ.

„საგადასახადო კოდექსით დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, კახეთში, მარტსა და აპრილში, თელავის, წნორის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გურჯაანის და ლაგოდეხის მომსახურების განყოფილებებს დეკლარაციის ბეჭდური ვარიანტები არ მიუღიათ. მცირე მეწარმეები, რომლებსაც ინტერნეტი არ აქვთ, დეკლარაციების ელექტრონულ ფორმებს კერძო ოფისებში ავსებენ, რაშიც თანხას იხდიან. ელექტრონული ფორმის ერთი დეკლარაციის შევსება და გაგზავნა მინიმუმ 7 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე დეკლარაციას ელექტრონული ფორმით არ წარადგენს, საგადასახადო სამსახურები მას შემოწმებით და ანგარიშსწორების სხვა ფორმებით ემუქრებიან“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

საგადასახადო სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში დაადასტურეს, რომ მეწარმეებს დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენას ავალდებულებენ. თელავის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლის გიორგი ვერკაცაშვილის განმარტებით, საგადასახადო კოდექსი ასეთ ვალდებულებას არ აწესებს, თუმცა მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროდან მოდის და ყველა მეწარმე უნდა დაემორჩილოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები