კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშით, წინასაარჩევნოდ ნაკლები დარღვევები ფიქსირდება

11 მაისი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ ნაკლები დარღვევები ფიქსირდება, ვიდრე ეს იყო 2008 წლის არჩევნების წინ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ანგარიში მოიცავს 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს და მასში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ოთხ ძირითად სახეობაზე. კერძოდ, - ხისტ ზეწოლაზე, როდესაც ადგილი აქვს ადამიანთა დაშინების ფაქტებს, ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე.

ხატისკაცმა თითოეული ამ ტიპის რესურსის გამოყენების შესახებ არაერთი ფაქტი დაასახელა. თუმცა, აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში უფრო ნაკლები დარღვევები ფიქსირდება, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.

ნინა ხატისკაცის თქმით, კანონდამრღვევთა წინააღმდეგ რიგ შემთხვევებში ზომები ტარდება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რათა ამომრჩეველთა ნდობა გაიზარდოს და დარღვევების პრევენცია მოხდეს. თუმცა კი, ყოველთვის ეს ასე არ ხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს კვლავ განაგრძობს და შედეგებს საზოგადოებას არჩევნებამდე კიდევ ორჯერ გააცნობს.

„ინტერპრენიუსი“

ახალი ამბები