კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო კამპანიაში კუდ-ის და საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ

13 მაისი, 2010
არასამთავრობო ორგანიაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების და სხვა საჯარო მოხელეების მონაწილეობას აპროტესტებს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, 10-11 მაისს, სამუშაო საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ: საგადასახადო ინსპექციის თელავის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი ირაკლი უჯირაული; ზემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით ქააძე; კუდ-ის თანამშრომელი ახმეტის რაიონში ლევან ცაძიკიძე; თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი მიხეილ იუკურიძე; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს სპეციალისტი ახმეტის რაიონში გიორგი ცისკარიშვილი.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსით საჯარო მოხელეებს, რომლებიც შვებულებაში არ არიან გასულები, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ. ასევე, აგიტაციაში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები