კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურორი წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს

13 მაისი, 2010
გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი, ნაკლებად მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებს, სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დანაშაულში ბრალდებულ პირებთან, გურჯაანის რაიონული პროკურატურა საპროცესო გარიგებებს მასობრივად აფორმებს.

„პრაქტიკულად ადვოკატები მხოლოდ საპროცესო გარიგებებზე მუშაობენ. საქმეები არსებითი განხილვისათვის სასამართლოში აღარ იგზავნება. ბრალდებულებს ჯარიმის რაოდენობაზეც შეღავათებს უწევენ, სამაგიეროდ მათგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას მოითხოვენ“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პროკურატურის მუშაკებს არა აქვთ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება, 29 აპრილს, გურჯაანის კულტურის ცენტრში, რაიონული პროკურორი ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.

გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები