კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ აბრამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბიდან გაათავისუფლეს

14 მაისი, 2010
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი თამაზ აბრამიშვილი, რომელიც შვებულებაშია გასული და „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის საარჩევნო შტაბში მუშაობდა, ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო, შტაბიდან დაითხოვეს.

ეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაქარია იაგანაშვილმა დაადასტურა. სახელისუფლებო პარტიის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა მოსულიშვილი კომენტარს არ აკეთებს. ის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ თამაზ აბრამიშვილმა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს თამარ კვირიაშვილს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა.

ჟურნალისტი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან გამოსულ საჯარო მოხელეებს იღებდა, რომლებიც შვებულებაში არ არიან გასულები, რა დროსაც თამაზ აბრამიშვილმა ის უცენზურო სიტყვებით აგინა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა. ჟურნალისტი იძულებული გახდა, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა.

„მანამდე მოვახერხე და გადავიღე, გამგეობის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ჯავახიშვილი „ნაცმოძრაობის“ შტაბიდან როგორ გამოვიდა. ამასთან, შტაბის ოფისთან იდგნენ სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაში არსებული მანქანები, რომლითაც კანდიდატები დღემდე სარგებლობენ. როცა დაინახეს, რომ ეს ფაქტები დავაფიქსირე, გადაღების გაგრძელების საშუალება აღარ მომცეს“, - აღნიშნავს თამარ კვირიაშვილი.

ინციდენტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი შეესწრო, რომელიც კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის. ჟურნალისტის თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, აბრამიშვილი შეეჩერებინათ, რათა მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა შეეწყვიტა, იაგანაშვილს რეაგირება არ მოუხდენია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები