ადვოკატები პატრულის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ
17 მაისი, 2010
საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტთან შეკრებილი ადვოკატები პოლიციის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქცია პარლამენტთან სანქცირებულია და ადვოკატებს კარვის გაშლის უფლებაც აქვთ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
„15 ადამიანს ორასამდე პოლიციელი მოგვეჭრა. როცა ვუთხარით, რომ მერიისგან ნებართვა გვქონდა, გვიპასუხეს, რომ ეს იციან. მიუხედავად ამისა, კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს. ჩვენ მარგინალი ძალა არა ვართ, ადვოკატები ვართ და ხელისუფლების ამ მორიგ უკანონო აქტს აღარ მოვითმენთ“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მომზადდა საჩივარი, რომელსაც ადვოკატები 17 მაისს პროკურატურაში შეიტანენ. პარლამენტის წინ აქციები კი, ხაჭაპურიძის თქმით, „გრძელდება და გაგრძელდება“. მერიის ნებართვით, ადვოკატების აქცია 10 ივნისამდე სანქცირებულია.
ადვოკატების ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს, მათ შორის - ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას, საარჩევნო კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას და არჩევნებზე 50-პროცენტიანი ბარიერის დადგენას.
„ინტერპრესნიუსი“
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023