კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შაბათობით სამსახურში კომპიუტერული ფეხბურთის თამაშით ერთობა

17 მაისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულხან ტაკიძეს შაბათს 16:00 საათისათვის კაბინეტში ეწვია. ჩვენ გვინდოდა, გადაგვემოწმებინა საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე კონცერტისთვის საჭირო ნებართვა. ტაკიძემ აღნიშნული ნებართვის ადგილზე გაცნობაზე უარი იმ საფუძვლით გვითხრა, რომ არასამუშაო დღე იყო.

არასამუშაო დღის მიუხედავად, თვითონ სამუშაოზე იმყოფებოდა და როგორც თვითონ აღნიშნა, მუშაობდა. თუმცა, თვალნათლივ ჩანდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე „მუშაობას“ ინტერნეტში ფეხბურთის თამაშს უწოდებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს სამუშაო კაბინეტში აბაჟურზე სამი ნათურაც ენთო და ტაკიძე ელექტროენერგიას არასამუშაო მიზნით ხარჯავდა.

ჩვენი მხრიდან ამ შენიშვნების გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ  საუბრის ტონი შეცვალა და არაობიექტურობასა და მიკერძოებაში დაგვადანაშაულა. „თქვენი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის დებულებას ცდება... თქვენ ერთი ადამიანის ინტერესებს, ან პარტიის ინტერესებს ემსახურებით“,  - გვითხრა ტაკიძემ, მაგრამ ჩვენი კითხვის მიუხედავად, ვერც ერთი პიროვნება და პოლიტიკური პარტია ვერ დაგვისახელა, რომელსაც მისი აზრით „ვემსახურებით“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები