კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო დაპირებები დაშინებებთან ერთად

17 მაისი, 2010
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ბათუმის ოფისში სატელეფონო ზარი დაფიქსირდა. მოქალაქეს, რომელმაც ანონიმურობის დაცვა გვთხოვა, კონსულტაცია სჭირდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის 30 მაისის არჩევნებში გაუმარჯვებლობის შეემთხვევაში, მის ოჯახს მოეხსნებოდა თუ არა სოციალური შემწეობა.

„ჩემს ოჯახში ერთი შემოსავალი ეს შემწეობა გვაქვს. ჩემი შვილი ფიზიკური შრომით ლუკმა პურსაც ვერ შოულობს. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იყვნენ მოსული ნაციონალური მოძრაობიდან და მითხრეს ხმას თუ არ მივცემდი, ისინი ვერ გაიმარჯვებენ და სოციალური შემწეობა, როგორც დახმარება მოგვეხსნება“.

როგორც ინფორმაცია გვაქვს, ბათუმში კიდევ ერთი მოქალაქე დააშინეს. თვითმხილველების თქმით, მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრისას ხმამაღლა დააფიქსირა უკმაყოფილობა დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. რის შემდეგაც მოქალაქე ვარშალომიძის თანხმლებ პირებს მანქანაში ჩაუსვამთ და აგრესიულად უსაუბრიათ.

მაკა მალაყმაძე ,აჭარა

ახალი ამბები