კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შესაძლებელია თუ არა „მოდულის“ შენობაში „მუდმივი წესით“ 2 173 სამხედრო მოსამსახურის დისლოკაცია?

18 მაისი, 2010
18 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა კაციტაძემ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ე.წ. დახურულ უბნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.    

კაციტაძის ინფორმაციით, 29 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილმა  ვაკის N მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კონსტანტინე ამირეჯიბს მიმართა წერილით (წერილის ნომერი 5/17–1126). იგი წერს, რომ კანონის მოთხოვნის თანახმად, აწვდის იმ სამხედრო მოსამსახურეთა სიას, რომლებიც „შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე 2010 წლის 30 მაისის არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით ერთი წლით ან წელზე მეტი ვადით არიან განთავსებულნი“.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ეს „შესაბამისი დისლოკაციის ადგილი“ ამ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, წარმოადგენს ყველასათვის კარგად ნაცნობ „მოდულის“ შენობას, რომელიც, თავის მხრივ, შსს–ს ექვემდებარება.

„სხვადასხვა არჩევნების დროს ამ ე. წ. დახურულ უბანზე სხვადასხვა  ოდენობის ამომრჩეველი იყო მიწერილი: 2004 წელს ეს რიცხვი 517 იყო, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს – 1 257, წელს კი ეს რიცხვი 916 – ით გაიზარდა და  შსს მინისტრის მოადგილის წერილზე დაყრდნობით ახლა 2 173 – ს შეადგენს“, -აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მუდმივი წესით ერთსა და იმავე ადგილას განთავსება, ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ ეს ადამიანები, 2 173 სამხედრო მოსამსახურე მითითებულ ადგილზე უნდა ცხოვრობდეს, ამისთვის საჭირო ყველა პირობის გათვალისწინებით:  ძილი, კვება  და შესაბამისი ცხოვრებისეული პირობებით უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა ყოველივე ზემოაღნიშნული მომსახურებით უზრუნველყოფა კი, კაციტაძის ინფორმაციით, მითითებულ ადგილზე ფიზიკურად შეუძლებელია.

„მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო, ვაკის საოლქო კომისიებს და მოვითხოვთ, გამოიყოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა „მოდულის“ შენობაში „მუდმივი წესით“ 2 173 სამხედრო მოსამსახურის დისლოკაცია.  ვფიქრობთ, ასეთივე პრობლემა უნდა არსებობდეს სხვა ე.წ. დახურულ უბნებში, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ანალოგიურ შესწავლას საჭიროებს“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები