კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

CSI-ის კვლევის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 44% უჭერს მხარს

19 მაისი, 2010
ფრანგული კომპანია CAC -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს; 23% – „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“; „ალიანსი საქართველოსთვის“ - 16 პროცენტი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - 9 პროცენტი; ხოლო 7% - „ეროვნულ საბჭოს“.

გარდა ამისა, კითხვაზე - დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თბილისის მერის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, გამოკითხულთა 64%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 22% დარწმუნებულია, რომ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

ფრანგულმა კომპანიამ კვლევა თბილისში, 1-დან 4 მაისის ჩათვლით ჩაატარა, გამოიკითხა  18 წლის ზემოთ 1 000 ადამიანი. გამოკითხვა ჩატარდა თბილისის ათ რაიონში, „პირდაპირის“ მეთოდით. ამომრჩევლები გამოიკითხნენ ნაძალადევში, გლდანში, ჩუღურეთში, ვაკეში, საბურთალოზე, მთაწმინდაზე, კრწანისში, ისანში, სამგორსა და დიდუბეში.

როგორც კომპაანია CAC-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სელინ ბატლერი აცხადებს, ცდომილება კლვევაში შესაძლოა, იყოს  3-დან  1 %-მდე.

ფრანგულ კომპანია CAC-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური კვლევა „რუსთავი 2“-მა  და „იმედმა“ დაუკვეთეს.

CAC 1972 დაარსდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1986 წლიდან აწარმოებს.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “რედიოსნში” გაიმართა.   

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები