კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს

20 მაისი, 2010
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოგა პეტრუზაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, პეტრუზაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხალხს დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას პეტრუზაშვილი კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, 29 აპრილს, გურჯაანის კულტურის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასაც ესწრებოდა, გამგეობის სხვა სამსახურების უფროსებთან, საკრებულოს თანამშრომლებთან და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან ერთად.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს ფოტოებს, რომლითაც დასტურდება, რომ პეტრუზაშვილი გამგეობის სხვა სამსახურების უფროსებთან, საკრებულოს თანამშრომლებთან, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან და საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებთან ერთად მართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. 

ფოტოები იხილეთ მისამართზე: http://www.ick.ge/ka/rubrics/main-news/61-tnews/1339-2010-05-17-08-57-44.html    

ახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები