კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ომალოში სოციალურად დაუცველებს საარსებო შემწეობების მოხსნით ემუქრებიან

20 მაისი, 2010
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ომალოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, სოციალური დახმარებების მოხსნით ემუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ წარმომადგენლებს მუქარის ფაქტი ქვემო ომალოს მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს.

ამომრჩევლებზე ზეწოლას უარყოფს სახელისუფლებო პარტიის ახმეტის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე. მისი თქმით, ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები