კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული საბჭოს აქტივისტებს სამხედროფორმიანებმა პლაკატები წაართვეს

20 მაისი, 2010
„ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, 19 მაისს, ღამის 3 საათზე, ბათუმში, როდესაც პარტიის ორი აქტივისტი აღმაშენებლის ქუჩაზე საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, მათთან უცნობი პირები მივიდნენ და პლაკატები წაართვეს.

აღმაშენებლის ქუჩაზე „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ სოლომონიძეა. მისი განცხადებით, უცნობი პირები თეთრი ფერის „პიკაპის“ ჯიპით მოძრაობდნენ: „ავტომობილს ჰქონდა წარწერა _ „პატრული“. იქედან შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები გადმოვიდნენ და ჩვენს აქტივისტებს 60-დე პლაკატი წაართვეს“.

აქტივისტებს მომხდარის ფოტო ან ვიდეო მასალა არა აქვთ.

„ხალხის პარტიის“ ბათუმის ხელმძღვანელი, ჯუმბერ თავართქილაძე მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს: „ჩვენ არა ვართ ხელისუფლების პარტიიდან, წინასწარ რომ ვიყოთ მობილიზებული ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის. მმართველი პარტია წინასარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს. გარდა იმისა, რომ პლაკატები წაართვეს, მათ დაემუქრნენ კიდეც და ის პლაკატები, რომელიც უკვე გაკრული იყო, ჩამოხიეს“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები