კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში „ნაციონალური მოძრაობა“ ურჩ ბიზნესმენებს დაჭერით ემუქრება

21 მაისი, 2010
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ბიზნესმენებისგან თანხების გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დაპატიმრებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, რეგიონულ კოორდინატორებთან პირად საუბარში არაერთმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავ უწყებებში დაიბარეს და სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მოსთხოვეს.

„მიგვითითეს, რომ თუ დავაგვიანებთ და თანხას დროზე არ გადავიხდით, პაპუნაშვილის, მახათელაშვილის და სხვების ბედს გავიზიარებთ. მოთხოვნილი თანხა 20 000 ლარიდან იწყება და კომპანიის შემოსავლების მიხედვით იზრდება“, - ავრცელებს ბიზნესმენების განცხადებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

„გადამოწმებული ინფორმაციით, რამდენიმე ბიზნესმენი დააკავეს, თუმცა ისე, რომ მათი დაკავების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ შედგა. ისინი თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

შეგახსენებთ, რომ აპრილში სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით თელავში დააკავეს სასტუმრო-რესტორნების ქსელის „ალაზნის ველის“ მეპატრონეები თემურ და კოტე მახათელაშვილები, რამდენიმე დღის წინ კი შპს „სოფიას“ მფლობელი იგორ პაპუნაშვილი. პაპუნაშვილის დაკავების მიზეზებზე პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, ორი დღის წინ, თელავში დააკავეს სავაჭრო ცენტრ „ლიმბოს“ მეპატრონე მამუკა ჭარბაძე. ჭარბაძესთან დაკავშირებით შსს-ში და პროკურატურაში კომენტარს ასევე არ აკეთებენ. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიბაშვილი კი ჭარბაძის დაკავებას საერთოდ უარყოფს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები