კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის რეჟიმმა ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა

21 მაისი, 2010
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ჯრიაში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ამ დროისთვის თავისუფალია. ამის შესახებ საჩხერის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვასილ ბახტურიძემ განაცხადა.

ბახტურიძის ინფორმაციით, გათავისუფლებული ტყვეები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან.

ოკუპირებული პერევის მოსაზღვრე სოფელ ჯრიაში რუსმა სამხედროებმა ამავე სოფლის მკვიდრნი, მურმან მაკასარაშვილი და მირიან ბურძენიძე 19 მაისს დააკავეს. აღნიშნული პირები „მოძრაობა სამართლიანი  საქართველოსთვის“ აქტივისტები არიან. ცხინვალის რეჟიმი მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები