კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ცესკო-ში უჩივის

24 მაისი, 2010
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  თანამშრომლებს ნიკა ნიჟარაძეს, ჯემალ შალაშვილს, რობერტ არაყიშვილს და დავით გოგებაშვილს ცესკოში უჩივის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნული საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკოსგან ფაქტის განხილვას და შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ წერილით მიმართა გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ფოტოებზე აღბეჭდილი პიროვნებები არიან თუ არა საჯარო მოხელეები, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი შვებულებაში 29 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე დასწრებისას და ა.შ.

გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ცესკოს ინფორმაცია 26 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარუდგინოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები