კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა

24 მაისი, 2010
 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის 25-კაციანი ჯგუფი დააკვირდება, როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდს.

ნინო კალანდაძის განცხადებით, სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. „სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოში 26 მაისს ჩამოვა და მუშაობას 31 მაისს დაასრულებს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები