კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სინანულის სანაპიროს“ პრეზენტაცია ზუგდიდში

24 მაისი, 2010
19 მაისს ზუგდიდში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში აფხაზი მუჰაჯირების შესახებ ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის „სინანულის სანაპიროს“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სტუმრებს შორის აგრეთვე იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც უშუალოდ ეხებოდა როგორც ფილმში გადმოცემულ, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებს.  აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა, ახლებურად  შეეხედა აფხაზი ეთნოსის საუკუნოვანი პრობლემებისათვის და გაეზიარებინათ  მოძმე ხალხის გულისტკივილი.

დოკუმენტური ფილმის მთავარი მიზანი შეიცვალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიეთობა  მიღწეულ იქნა. მომავალმა თაობამ დაიწყო ფიქრი გამონახონ რაიმე გზა მათთან მისასვლელად, მიუტევონ ერთმანეთს და დადგნენ ერთად.

სტუდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა ნახონ მსგავსი შინაარსის დოკუმენტური ფილმები, რაც მათ დაეხმარება, მეტი შეიტყონ და გაითვითცნობიერონ  ასრებული და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები.

humanrights.ge

ახალი ამბები