კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფიო ხორგუანი საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განადგურებას აპროტესტებს

24 მაისი, 2010
„ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განადგურებას აპროტესტებს.

ხორგუანის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დროს მასობრივად განადგურდა მისი საარჩევნო პლაკატები. პლაკატები გაკრული იყო ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოძრაობენ საპატრულო პოლიციის მანქანები. თუმცა, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა მსგავსი ფაქტების აღმოჩენა-აღმოფხვრა.

სოფიო ხორგუანი მიმართავს საქართველს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსს, გიორგი გრიგალაშვილს, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, გიორგი გეგეჭკორს.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის 4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა და დაზიანება. ასევე ამავე კოდექსის 126-ე მეცხრამეტე პრიმა მუხლის თანახმად,  წინაასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„რეფორმირებული სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანობის, კანონიერებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგნენ. დაუშვებელია პოლიციის პოლიტიზირება“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა, რომელიც ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები