კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია-მ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

25 მაისი, 2010

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 23 აპრილიდან 22 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მაია სუხიშვილმა საია-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნატალია მირიანაშვილმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის - იური ზეზელაშვილის აგიტატორია, სოფელ ხირსაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ზელიმხან კიზიზეინაბს განუცხადა, რომ „ნაციონალებისათვის” ხმის მიუცემლობის შემთხვევაში, ვერ მიიღებდა ვერანაირ დახმარებას, იქნებოდა ეს ფქვილი, შაქარი თუ ზეთი.

„კონსერვატიული პარტიის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგიტა მოსიაშვილის განცხადებით, აპრილის თვის დასაწყისში მის უსინათლო ინვალიდ მამას სოციალური დახმარება უმიზეზოდ მოუხსნეს, რადგან მათ არაფერი შეუძენიათ ისეთი, რაც სარეიტინგო ქულების ზრდას განაპირობებდა. მისი და, თამარ მოსიაშვილი კი, რომელიც განათლების სამინისტროში განათლების ექსპერტად მუშაობდა, 2010 წლის 29 აპრილის 12-2 ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსიაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მოტივი მხოლოდ მისი პოლიტიკური შეხედულებები იყო.

„ალიანსი საქართველოსთვის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მალხაზ ხუციშვილის განცხადებით, სიღნაღის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები  მოსახლეობის პირადობის მოწმობებს აგროვებენ, მათ მონაცემებს აფიქსირებენ და მხოლოდ ამის შემდგომ აბრუნებენ მოწმობებს უკან. მალხაზ ხუციშვილის განცხადებით, ვინც პირადობის მოწმობის მონაცემების გაცემაზე უარს იტყვის, მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. მუქარა ძირითადად სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში გურჯაანის რაიონული პროკურორის მონაწილეობის ფაქტიც მოხვდა. 

„12 მაისს, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ. მან საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შეახსენა საარჩვენო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვა პროკურორების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მოუწოდა პროკურატურის მუშაკებს, არ ჩარეულიყვნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. თუმცა, მთავარი პროკურორის განცხადების გავრცელებამდე, 29 აპრილს, გურჯაანის კულტურის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა გურჯაანის რაიონული პროკურორი, გელა ლაზაშვილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები