კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაური ნოღაიდელის პარტიის ოფისში

25 მაისი, 2010
23-24 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისში ხალხმრავლობა იყო. შეკრებილები ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან იმ შრომითი ანაზღაურების გასტუმრებას ითხოვენ, რომელიც თვენახევრის წინ უნდა აეღოთ.

„უბან-უბან შემოვიარეთ მთელი ქალაქი და თითქმის კველა კარზე დავაკაკუნეთ. ამის გაკეთება არც თუ ისე იოლი იყო, რადგან ხშირად შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მაგრამ ვიშრომეთ იმისთვის, რომ კარგად აგვინაზღაურებდნენ. ამის შესახებ ზეპირი მოლაპარაკება გვქონდა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ფული არ არის და შეიძლება არც იყოს. გარდა ამისა, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ალბათ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადმოვლენ“, - განაცხადა ქალბატონმა, რომელიც ნოღაიდელის პარტიის ქუთაისის ოფისში შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდა, მოგვიანებით კი, ხმაურიანი შეხლა-შემოხლის მოწმე გახდა.

მის მსგავსად, საკუთარ გასამრჯელოს, მთელი დღის მანძილზე, ამაოდ ელოდა ათობით ადამიანი. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ოფისის წარმომადგენლებისგან არათუ კუთვნილი თანხა, ნორმალური პასუხიც ვერ მიიღეს.

„მეტი რა ვქნათ, გარკვევით ავუხსენით ამ ხალხს, რომ არ ვიცით, თანხა როდის იქნება. გავიგებთ პასუხს სათაო ოფისიდან და მოვახსენებთ ამ ადამიანებს. მათი მოტყუება არავის უნდა, დამიჯერეთ,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“  პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა გოჩა ბაძგარაძემ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები