ადგილობრივი თვითმმართველობის და შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრის 10 ფოტორეპორტიორი იმუშავებს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 2010 წლის 30 მაისს საარჩევნო უბნების და კენჭისყრის პროცესის ფოტომონიტორინგს ჟურნალისტები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში განახორცილელებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრში 30 მაისს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი: 890 90 10 65; 8 253 2 65 75; 898 33 53 33.
ამომრჩევლებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ აღნიშნულ ნომრებზე, ჟურნალისტებს მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ფოტორეპორტიორების ჯგუფის ადგილზე მისვლა მოითხოვონ.
30 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრი არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, ახალ ამბებს, ფოტო და ვიდეო მასალას, განათავსებს ინტერნეტ-გაზეთში www.ick.ge ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ცენტრი ახალ ამბებს ელექტრონული ფოსტით მიაწვდის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი