კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის პარტია აქტივისტების დავალიანების გასტუმრებას არ ჩქარობს

28 მაისი, 2010
ნოღაიდელის პარტიას – „სამართლიანი საქართველოსთვის“ საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის ხელისუფლების ნაწყალობევი 1 200 000 ლარიდან წილი არ შეხვდა. თუმცა პარტიის ლიდერების ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით აქცია „კარდაკარ“ მაინც ჩაატარეს და თითოეულ ოჯახში საარჩევნო უფლების მქონე პირთა გადამოწმება სცადეს. ამ საქმიანობით ძირითადად პარტიის აქტიური მხარდამჭერები დაკავდნენ, რომელთაც გარკვეული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ საჭირო ანაზღაურება უნდა მიეღოთ. გადამოწმება თებერვლიდან იმერეთის რეგიონშიც დაიწყო და აქტივისტებმა პარტიის ლიდერებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად მრავალი დარღვევის შესახებ მოახსენეს.

პროგრამა მთლიანად იმერეთის მასშტაბით განხორციელდა. თუმცა რამდენიმე რაიონში – ვანში, სამტრედიასა და წყალტუბოში არ ჩატარებულა. როგორც მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღავნელი ნიკა სანოძე აცხადებს: „სტამბების დაკეტვის და სხვა ცნობილი ინციდენტების შემდეგ პროგრამა ვეღარ გაგრძელდა. ეს არის ჩვენი მოძრაობის დავალიანება ამ პროგრამაში მონაწილეთა მიმართ. ეს არის მათი მომსახურეობის ხარჯი, რომელშიც მგზავრობის თანხაც შედის“.

წინასაარჩევნოდ „კარდაკარ“ აქციის მონაწილეები იმერეთის 8 რაიონში კვლავ გააქტიურდნენ, თუმცა ამჯერად ისინი საკუთარი ნაშრომის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ჩვენთან დაკავშირება ერთ-ერთმა ქალბატონმა მოახერხა, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში „კარდაკარ“ გადამოწმების აქტიური მონაწილე იყო. ქალბატონი ანონიმურად გვესაუბრა და გვთხოვა, პრობლემის გარკვევაში მივხმარებოდით. მისი განცხადებით, იგი რამდენჯერმე მივიდა მოძრაობის ქუთაისის ოფისში და ხელმძღვანელებსაც ელაპარაკა, მაგრამ მათგან მხოლოდ დაპირებები ისმის, ხოლო შრომის ანაზღაურება არც ერთი აქტივისტისთვის არ მიუციათ.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ იმერეთის გარდა დავალიანება კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონში „კარდაკარ“ გადამოწმების მონაწილეებსაც აქვთ. ამ ვალს პარტიის ოფისში აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ვალებს გაისტუმრებენ.  „სამართლიანი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღავნელი ნიკა სანოძის თქმით, ამ დავალიანების გამო იმერეთის რეგიონში მოძრაობას საარჩევნო კამპანია ჩაუვარდათ. მიუხედავად ამისა, სუბიექტები ყველა უბანზე ჰყავთ წარდგენილი და გარკვეულ მხარდაჭერასაც ელიან.

მარიკა ვაჭარაძე

ახალი ამბები