კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის საკრებულომ საარჩევნო კოდექსი დაარღვია

28 მაისი, 2010
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის 101 პუნქტის თანახმად „არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში. ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით“.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის № 254 განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს დაინიშნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი 2010 წლის 26 აპრილს #04 დადგენილებით ცვლილება შეიტანა 2009 წლის 14 დეკემბრის #43 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.

საქართველოს პრეზიდენტის # 254 განკარგულების შემდეგ საქართველოში არც ერთ მუნიციპალიტეტს აღარ შეეძლო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა.

როგორც ექსპერტი საბიუჯეტო საკითხებში ლევან ჩხაიძე ამბობს, კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილება 26 აპრილს შეიტანა. ცვლილება რამდენიმე მუხლს შეეხო.

ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლები 61 494 ლარის მოცულობით შეიცვალა.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები