კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" ინფორმაციით, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით, საარჩევნო ბიულეტენები ნაკლებია

30 მაისი, 2010
ამომრჩეველთა ერთიან სიაში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით, საარჩევნო ბიულეტენები ნაკლებია , - ამის შესახებ "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დევდარიანის განცხადებით, კანონით, ბიულეტენები თანაბარი ან მეტი უნდა იყოს ამომრჩეველთა რაოდენობაზე; გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით გადასატან ყუთებზე რეგისტრირებულია, საშუალოდ, 20 ადამიანი და უმეტეს უბნებზე მიაქვთ იმაზე მეტი ბიულეტინი, ვიდრე რეგისტრირებულია გადასატან ყუთზე.

"კანონის მოთხოვნით, ზუსტად იმდენი ბიულეტინი უნდა გაატანონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რამდენი ამომრჩეველიც არის რეგისტრირებული გადასატან ყუთზე", - განაცხადა დევდარიანმა და აღნიშნა, რომ გადასატან ყუთებზე ხმის მიცემა რამდენიმე საუბნო კომისიაში დაგვიანებით დაიწყო.

დევდარიანის განცხადებით, ხუთ საუბნო კომისიას დაგვიანებით მიეწოდა საარჩევნო ბიულეტენები და ამის შესახებ ცესკო-მ დროულად არ განაცხადა.
მისივე თქმით, დარღვევები დაფიქსირდა კრწანისის 31-ე საუბნო სარჩევნო კომისიაში; ასევე, დიდუბის საოლქო კომისიის 52-ე საარჩევნო უბანზე პრობლემა ჰქონდათ დამკვირვებლებს; გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, ზოგიერთ ორგანიზაციას რამდენიმე დამკვირვებელი ჰყავს, რაც არის დარღვევა.

სულ "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" დამკვირვებლებს 100-ზე მეტი საჩივარი აქვთ შედგენილი.

"ახალი თაობა-ახლი ინიციატივა" არჩევნებს 1 300 დამკვირვებლით აკვირდება. მომდევნო ბრიფინგი არჩევნების თემაზე "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" ოფისში 13:00 საათზე გაიმართება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები