კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"საია" "ნაცმოძრაობის" მიერ ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციური პრინციპისა და საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევაზე საუბრობს

30 მაისი, 2010
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მმართველ პარტიას ამომრჩევლთა ნების გამოვლენაზე კონტროლის განხორცილებაში ადანაშაულებს. "საია" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციური პრინციპისა და საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევაზე საუბრობს. საქმე საარჩევნო უბნებს გარეთ მობილიზებულ "ნაციონალთა" აგიტატორებსა და ე.წ. კოორდინატორებს ეხებათ, რომლებიც უბნებზე პოტენციური მხარდამჭერების მისვლას აფიქსირებენ. ამ კონტექსტში საია გუშინ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აღნიშნავს, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები საარჩევნო უბნებს გარეთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს აღწერენ.

"ეს მთლიანად ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის - კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე" - აცხადებს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი. გარდა ამისა, მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობის" სულისკვეთებას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. "მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიციის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ის საარჩევნო უბნებს გარეთ საკუთარი აქტივისტების მობილიზებას აპირებდა, განაცხადა: "პოლიტიკურად მოტივირებული ხალხის საარჩევნო უბნებს გარეთ ყოფნა დისკომფორტს შეუქმნის ამომრჩევლებს, დესტაბილიზაციასა და პროვოკაციებს შექმნისო" – განმარტა ხიდაშელმა. "საია" - ს ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები ხდება არა მხოლოდ საარჩევნო უბნებს გარეთ, არამედ უშუალოდ უბნებზეც. მაგალითად, მე-8 ოლქის 49-ე უბანში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მოსულ მხარდამჭერთა ოდენობას აფიქსირებს და სთხოვს მათ, ხელმოწერით დაადასტურონ უბანზე მისვლის ფაქტი" - განმარტა ხიდაშელმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები