კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კაბალის მე–18 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა იჩხუბეს

30 მაისი, 2010
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მე–18 საარჩევნო უბანზე მარკირების აპარატის გაუმართაობას საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

ამ ინფორმაციას ინტერნეტბლოგი "geoelection.ge" ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ამომრჩევლებს ხმის მიცემას მარკირების გარეშე შეეძლოთ. ინციდენტი საარჩევნო უბნის გახსნიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყო, როდესაც საარჩევნო კომისიის ოპოზიციურმა წევრებმა მარკირების ახალი აპარატის ჩამოტანა მოითხოვეს, რასაც ჩხუბი მოყვა. მოგვიანებით ახალი ადგილზე აპარატი ჩაიტანეს და სიტუაცია განიმუხტა.

ამავე ინტერნეტბლოგის ინფორმაციით, ვაკის მე–4 საუბნო საარჩევნო კომისიასთან უცნობი ქალები მოქალაქეთა აღრიცხვას აწარმოებენ, რომელთაც ხელში სიები უჭირავთ, თუმცა ამ სიებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

"ისინი უბანთან ლურჯი ფერის "ფოლკსვაგენ პასატით" მივიდნენ, რომლის ნომერია GET'' 505", – აცხადებს ინტერნეტ ბლოგის წყარო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები