კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან ერთმანეთს ხმამაღლა ეძახიან - „ბეში! ბეში!“

30 მაისი, 2010
 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა უხეში დარღვევები დააფიქსირა საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ დუზაგრამაში.

დამკვირვებლის ინფორმაციით, დუზაგრამაში 49-ე საარჩევნო უბანზე არ აკეთებენ მარკირებას და ყუთში წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებს ყრიან. იმის მომიზეზებით, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იციან, თითქმის ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება ხან საარჩევნო კომისიის წევრი, ხან კი სხვა ამომრჩეველი. კაბინიდან კი ერთმანეთს ხმამაღლა ეძახიან - ბეში, ბეშიო, რაც ქართულად ხუთს ნიშნავს („ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი).

მამაკაცი, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, კომისიის სახელით ხალხს აგიტაციას უწევდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი საერთოდ არ იყო კომისიის წევერი.

კითხვაზე, რატომ შედის ერთ ადამიანთან სხვებიც კაბინაში, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, გიას აბუზაროვმა გვიპასუხა, რომ ამომრჩევლებმა ქართულად წერა-კითხვა არ იციან, მოხუცებს კი მხედველობა აკლიათ და ასეთებს  დახმარება სჭირდებათ. კითხვაზე, რატომ არ კეთდება მარკირება, თავმჯდომარე დაგვეთანხმა - „დიახ, მარკირება უნდა გაკეთდეს, მაგრამ კომისიის წევრებს უბრალოდ, ავიწყდებათ“.

ერთ-ერთი ამომრჩეველი მეორედაც ცდილობდა ხმის მიცემას და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა ამის საშუალება არ მისცა. კითხვაზე - რატომ ცდილობდა ეს ამომრჩეველი ხმის მეორედ მიცემას, აბუზაროვი გვპასუხობს, რომ იგი ხმას კი არ აძლევდა, არამედ კომისიას ხალხის ნაკადის დარეგულირებაში ეხმარებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები