კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები ლაგოდეხის N1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ

30 მაისი, 2010
ლაგოდეხის N1 საარჩევნო უბანზე ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გურამ კაკალაშვილი უკანონოდ იმყოფებოდა კენჭისყრის ოთახში. კაკალაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეა და  დამკვირვებლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მან ვერ წარმოადგინა კენჭისყრის ოთახში  ყოფნის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ გურამ კაკალაშვილი პირდაპირ აძლევს მითითებებს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადალათ სარდაროვს,  ავადებულებს იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად, რასაც კომისიის თავმჯდომარე ასრულებს.

„უბანში იმყოფებიან სხვა უცხო პირები, რომლებსაც ასევე კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლება არა აქვთ“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი.

ლაგოდეხის N1 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი ჩავარდა ისე, რომ პირველ ამომრჩეველს მარკირება არ გაუვლია. დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს და ლაგოდეხის N1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ.

ახალი ამბები