კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის 22-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას მოითხოვს

30 მაისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის რეგიონის კოორდინატორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ უბანზე კენჭისყრის პროცესის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის, მარინე ზარდიაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე დაუდგენელი რაოდენობის ბიულეტენები ჩაყარეს და არჩევნები გააყალბეს.

ზარდიაშვილის თქმით, იგი შეეცადა დარღვევის აღკვეთას, კომისიის წევრებს ბიულეტენებიც კი წაართვა, თუმცა კომისიის წევრებმა მასზე ფიზიკური ძალა გამოიყენეს, ბიულეტენები დამკვირვებელს ძალით წაართვეს და საარჩევნო ყუთში მაინც ჩაყარეს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების გაყალბების პროცესს აღნიშნულ უბანზე მშვიდად ადევნებდნენ თვალს ოპოზიციის წარმომადგენლები. მარინე ზარდიაშვილმა ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიიდან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გია დვალი გამოიძახა, რომელიც 22-ე უბანზე გამოცხადდა, მაგრამ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან დვალს დარღვევები არ დაუმოწმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის 22-ე საარჩევნო უბანზე  იმყოფებოდნენ ლაგოდეხის  საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ივანე ზურიკელაშვილი  და ცესკოს წარმომადგენლები; თუმცა დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეშად დარღვევის ფაქტები მაინც რეაგირების გარეშე რჩება.

ახალი ამბები