კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმემ გაზეთ „სპექტრის“ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

31 მაისი, 2010
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მდებარე ავტოგასამართი კომპლექსის მეპატრონემ გელა ქერელაშვილმა გაზეთ „სპექტრის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეწარმე ჟურნალისტებს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.

როგორც გაზეთ „სპექტრის“ რედაქციიდან გვაცნობეს, ჟურნალისტები მაღაროს მაცხოვრებლების მიმართვის საფუძველზე ცდილობდნენ გაერკვიათ, რამდენად კანონიერად შეიძინა გელა ქერელაშვილმა სოფლის ყოფილი კოლმეურნეობის ქონება.

„ამასთან ერთად, ჩვენი ინფორმაციით, გელა ქერელაშვილი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე აწარმოებს მზესუმზირის, ხორბლის, ქერისა და სხვადასხვა მარცვლეულის დაფასოება-რეალიზაციას. ჟურნალისტები ადგილზე სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდნენ, როცა გელა ქერელაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა“, - აღნიშნეს „სპექტრის“ რედაქციაში.

ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტზე გელა ქერელაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

გაზეთის რედაქცია მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს თანადგომას სთხოვს, რეაგირებისათვის კი განცხადებით შსს სიღნაღის რაიონულ სამმართველოს მიმართავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები