კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადასატანი ყუთებით არჩევნების გაყალბების მექანიზმის საიდუმლო

31 მაისი, 2010
2010 წლის 30 მაისს, გურჯაანის რაიონში 49 საარჩევნო უბანი მუშაობდა. საარჩევნო კომისიიდან გადასატანი ყუთები იმ მოქალაქეებთან მიიტანეს, ვინც საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერანაირად ახერხებდა.

„ალიანსი - საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა N12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ზურაბ დანელიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა ფაქტები და ფოტო-მასალები, თუ როგორ ჩაიშალა „ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიების მიერ მომზადებული არჩევნების გაყალბების სქემა“ ანუ „გურჯაანის ამომრჩევლები გამოჯანმრთელდნენ“.

„N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში არჩევნების გაყალბებისათვის ყოველთვის წარმატებით იყენებდნენ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურას. ასევე, წინასწარ იყო მომზადებული სიტუაცია ამ არჩევნებისათვის. ბევრ უბანზე ავადმყოფ და გადაადგილების უნარშეზღუდულ ადამიანთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. მაგალითად, კარდენახის N32 უბანზე 67 ასეთი ამომრჩეველი იყო, კაჭრეთის N36 უბანზე - 66, ჯიმითის N39 უბანზე - 50, ნანიანის N40 უბანზე - 46 და ა.შ. ამ ამომრჩევლებმა „მიმართეს“ საუბნო კომისიებს განცხადებებით, 26 და 27 მაისს და ითხოვეს გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. კომისიებმა ისინი შეიყვანეს გადასატანი ყუთით ხმის მიცემის სიაში (დანართში)“ - განაცხადა ზურაბ დანელიშვილმა (იხილეთ ფოტო N2, N3).

მისივე თქმით, 29 მაისისთვის „მოულოდენად“ამომრჩეველთა ნახევარი ან გამოჯანმრთელდა ან გადაადგილების უნარი დაუბრუნდა, რის გამოც ისევ „მიმართეს“ განცხადებებით კომისიებს და კომისიებმა ისინი ისევ ამოიღეს დანართებიდან, რაც საერთოდ არ არის გათვალისწინებული კოდექსით (იხილეთ ფოტო N4, N5).

„კარდენახში 67 ამომრჩევლიდან 32 „გამოჯანმრთელდა“, კაჭრეთში 66-დან 29, ჯიმიტში 50-დან 23, ნანიანში 34-დან 12, ასეთივე მდგომარეობაა თითქმის ყველა უბანზე; (იხილეთ ფოტო N6). ამის გამო ამომრჩეველთა ერთიან სიებში (სამაგიდო და კედლის) და გადასატანი ყუთის სიებში (დანართში) გაჩნდა უცნაური ჩანაწერები, რომლებსაც კოდექსი არ ითვალისწინებს: „აღარ არის შეყვანილი დანართში“, „ამოღებულია დანართიდან“ ან „არ არის შეყვანილი დანართში“ ( იხილეთ ფოტო N7, N8, N9, N10)  ხოლო ზოგიერთმა კომისიამ        (კარდენახის N32) ამაზეც აღარ შიწუხა თავი და კორექტორით გადაასწორა უკვე გაკეთებული ჩანაწერები“ - განმარტავს ზურაბ დანელიშვილი (იხილეთ ფოტო N11, N12).

მისი მტკიცებით, არც ერთ ამ უბანზე არ შესრულდა კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომ კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა ხელმოწერით დაადასტურონ ამომრჩევლის დანართში შეყვანა. ასევე დაირღვა კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც დანართში ამომრჩევლის შეყვანის წესს არეგულირებს; 

„გურჯაანის რაიონში 49 საარჩევნო უბანია. ამ სქემას თუ გავითვალისწინებთ, 26-27 მაისისთვის საშუალოდ 2500 ამომრჩეველი მიმართავდა კომისიას შეეყვანათ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის სიაში (დანართში). განცხადებებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ერთი და იგივე ხელწერითაა დაწერილი (იხილეთ ფოტო N13) გადასატანი ყუთებით არჩევნების გაყალბების სქემის მიხედვით, ამ ამომრჩევლების ნახევარი 29 მაისისთვის „გამოჯანმრთელდებოდნენ“ - დააზუსტა ზურაბ დანელიშვილმა.

აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, „ალიანსი საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ დანელიშვილმა გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესაბამისი საჩივარი შეიტანა.

ფოტოები იხილეთ ick.ge-ზე: http://www.ick.ge/ka/photogalleries/1528-2010-05-30-16-47-36.html

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები