კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ საგარეჯოს აზერბაიჯანულენოვან სოფლებში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

31 მაისი, 2010
„ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელი მიხეილ დევდარინი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა 10-მდე სარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს .

როგორც მიხეილ დევდარიანმა 31 მაისს ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ითხოვენ საგარეჯოს რაიონის კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში არჩევნების გაუქმებას.

„რაც იქ ხდებოდა არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან და ყველაფერი საარჩევნო პროცედურების დაცვის გარეშე მიმდინარეობდა“, - აცხადებს დევდარიანი.

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ ასევე ითხოვს თბილისში, ვაკის #23-ე საარჩევნო უბანზე შედეგების გაუქმებას, სადაც უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა რეგისტრატორს ჩუმად გადასცა ბიულეტენები, რომლებზეც შემოხაზული იყო სასურველი კანდიდატი.

მისივე თქმით, დარღვევებს შორის ორი ტენდენცია დაფიქსირდა: წილისყრა არ ჩატარდა ისე, როგორც კანონი ითვლისწინებდა და ასევე, დარღვევები მოხდა გადასატანი ყუთებით ხმის მიცემისას.

მიხეილ დევდარიანის განცხადებით, ორგანიზაციიდან ცესკო-ში 20-ზე მეტი საჩივარი შევიდა. გამოვლენილი დარღვევები კი არ არის იმ რაოდენობის, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები