კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია სენაკში #4 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს

31 მაისი, 2010
სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 46 436 ამომრჩევლიდან 42% მიიღო მონაწილეობა. „ლეიბორისტები“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები #4 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ამ უბანზე ხმის მიცემის უფლება დამატებით სიაში შეტანილ ამომრჩეველს გალაქტიონ გერსამიას მისცეს.

#3 საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სიები გარეთ იყო გატანილი და მას შემდეგ შეიტანეს სიები შენობაში, როცა დამკვირვებელმა ამის შესახებ მიუთითა და საჩივარი დაწერა.

„ლეიბორისტები“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმ მომსახურე მიკროავტობუსების სიმრავლეზე საუბრობენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გადაადგილებას ემსახურებოდნენ. სენაკში ამ მიკროავტობუსებს ეწერა ხუთიანი და ისე გადაყავდათ ამომრჩევლები, რაც აგიტაცია-პროპაგანდას ემსახურებოდა.

ახალსოფლის #22 საარჩევნო უნბანში კი საარჩევნო კაბინაში მიმაგრებული ხუთიანი თავად ხვდებოდა ხმის მისაცემად შესულ ამომრჩეველს. რაც  „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ დამკვირვებელმა დააფიქსირა და საჩივარიც დაწერა.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები