კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

1 ივნისი, 2010
საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ კომისიას კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და არჩევნების გაყალბების
დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარუდგინა, რითაც კომისია არ დაინტერესდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში არჩევნებს იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ერთი და იგივე ამომრჩეველი სხვადასხვა უბანში რამდენჯერმე აძლევდა ხმას, არ ხდებოდა ამომრჩევლის მარკირება, ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენებს იღებდნენ და ხმას აძლევდნენ ოჯახის წევრები, პირადობის მოწმობის ქსეროასლებით და ა.შ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ საკითხზე 1 ივნისს, 15:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები