კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: „ეს იყო სამარცხვინო არჩევნები“

1 ივნისი, 2010
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სამარცხვინოს უწოდებს. „არჩევნების გარდა ყველაფერი იყო“, - განუცხადა უჩა ნანუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

„საქართველოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა ცენტრიდან არჩევნებს 100 დამკვირვებელი აკვირდებოდა. დამკვირვებლების ნაწილი მონიტორინგს კახეთში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ახორციელებდა. საარჩევნო უბნებზე იყო სრული ქაოსი, არაორგანიზებულობა, ტრიალებდა კარუსელი, ხოლო კომისიის თავჯდომარეები ჩვენგან დაწერილ არც ერთ საჩივარს არ იბარებდნენ. ასევე საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ ჩვენი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღეს, 15:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მედიაცენტრში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემაჯამებელი ანგარიში და  ვიდეომტკიცებულებები  კახეთის რეგიონის ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მასობრივად გაყალბებისა და უხეში დარღვევების შესახებ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები