კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ესპანეთში შაქრო კალაშოვი გაასამართლეს

2 ივნისი, 2010
ესპანეთის სასამართლომ ე. წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს შვიდ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ სცნეს კრიმინალური კაპიტალის ლეგალიზაციაში. „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, სასამართლომ კალაშოვს ჯარიმის სახით ასევე 20 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

საქართველოს მოქალაქე შაქრო კალაშოვი, რომელიც კრიმინალურ წრეებში „შაქრო მალადოით“ არის ცნობილი, „რუსული მაფიის“ ლიდერად ითვლება.

ესპანურმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ კალაშოვის დაჯგუფება კრიმინალურ ფულს ესპანეთში უძრავ ქონებაში, რესტორნებსა და ძვირფას მანაქანებში აბანდებდა.

ცოტა ხნით ადრე ესპანეთში ანალოგიური ბრალდებით გაასამართლეს კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრები, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე, ორი რუსეთისა და ერთიც უკრაინის მოქალაქე. ყველა გასამართლებული ესპანეთიდან დეპორტაციას დაექვემდებარება მას შემდეგ, რაც სასჯელის მეოთხედ ვადას ესპანეთში მოხდის.

შაქრო კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცავებმა 2006 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დააკავეს. 2010 წლის მარტში ის გირაოს სახით 300 000 ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში კალაშოვს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლობისთვის, დაუსწრებლად, 18 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები