კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის საელჩო: „კახეთის ცალკეულ საარჩევნო უბნებში დარღვევები დაფიქსირდა“

2 ივნისი, 2010

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეთანხმება. თუმცა, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონებში ცალკეულ საარჩევნო უბნებში დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის ბევრი დარღვევა გამოვლინდა კახეთში.

„მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ გამოწვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. არჩევნების უკეთ ადმინისტრირება და საარჩევნო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები