კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა

2 ივნისი, 2010
#60 საარჩევნო ოლქის #23-ე ბოხვაურის საუბნო-საარჩევნო კომისიამ ძირითადი და გადასატანი ყუთების შედეგები უბანზე ბათილად გამოაცხადა. #23 უბნის საკითხს ოზურგეთის საოლქო კომისია სავარაუდოდ 2 ივნისს განიხილავს.

ერთიან საარჩევნო სიაში 1583 ამომრჩეველი დაფიქსირდა, ამათგან სპეციალურ სიაში - 2, ხოლო სიის დანართში - 107. კენჭისყრის შენობაში პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც პოლიციელი იმყოფებოდა.

კენჭისყრის პროცესის დაწყებისთანავე დაფიქსირდა დარღვევა: ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის შენობაში ერთდროულად 15 ამომრჩეველი შეუშვა.
პროცესის დროს საუბნო-საარჩევნო კომისიის მხრიდან დაფიქსირდა ზეწოლა ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე, კერძოდ „ალიანსი საქართველოსთვი“ წარმომადგენელზე მარინე სუნგულიაზე, რომელსაც პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ.

საჩივარი რომელიც სუნგულიამ 30 მაისს, 12:20 საათზე დაწერა, შემდეგი შინაარსისაა:
„მოქალაქე არჩილ ბაჯელიძე მოვიდა უპასპორტოდ და რეგისტრატორმა ნანა ცხვედიანმა მისცა ბიულეტენები, რომლებიც იქნა აღმოჩენილი და გაუქმდა. ამ რეგისტრატორზე მსგავსი ეჭვი სხვა შემთხვევაშიც არსებობდა. თავმჯდომარემ წინააღმდეგობა გასწია ბიულეტენების გადმოცემაზე, ხოლო შემდგომ საოლქოს თავმჯდომარის მოთხოვნით, გადმომცა ეს ბიულეტენები, რომლის ნომერია 0023. მოთხოვნა – დაჯარიმდეს რეგისტრატორი“.

კომისიის თავმჯდომარე მანანა დევაძემ სუნგულიას პროვოკატორი უწოდა და მოითხოვდა მის გაძევებას საარჩევნო უბნიდან. ამ ინცინდენტისას უბანზე ცესკოს წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე და ოლქის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი მოვიდა. აღნიშნული უბანი სპეც-კონტროლზე აიყვანეს. ოლქის თავმჯდომარის მოადგილე უბნის დახურვამდე პროცესებს ზედამხედველობდა.

უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა მარკირების გამოუყენებლობა, ასევე პროცედურის არასწორად გამოყენება (მარჯვენა ხელის თითის ნაცვლად, მარცხენა ხელის თითზე მარკირება) რეგისტრატორების მხრიდან.

დარღვევა დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა 4 ხელმოწერა. აქედან გამომდინარე, გადასატან ყუთში 4 ზედმეტი ბიულეტენი დაფიქსირდა. საოლქო და საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთი ბათილად გამოცხადდა.

ცესკოს წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ძირითადი საარჩევნო ბიულეტენები გაბათილდა, დაილუქა და გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიას.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები