კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან ახლოს „ნაციონალების“ ფარული შტაბები მუშაობდა

3 ივნისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ფოთში ექსცესების გარეშე ჩაიარა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა.

„თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ დამკვირვებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას # 1 საარჩევნო უბანში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის  მეხუთე პუნქტის მიხედვით კი საარჩევნო უბნებში სამართალდამცავთა ყოფნა იკრძალება. დამკვირვებლის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამ ფაქტზე რეაგირება მოახდინა და საჩივარი დაწერა, #1 საუბნო-საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარისგან გოჩა გიორგაძისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. ჯანაშია შანტაჟში ადანაშაულებს ფოთის 70-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ზაალ კუჭუხიძესაც.

 #1 პირველ საარჩევნო უბანში აცხადებენ, რომ  სამართალდამცავთაგან ერთ-ერთი იმ უბნის ამომრჩეველი იყო და მათ ტერიტორია მალევე დატოვეს. ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ მას არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ფოთელი ლიდერების შეფასებით, ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები. ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანთან გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული შტაბები, სადაც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ - ავალდებულებდნენ ხმა მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ეს ტელეფონით დააფიქსირონ.

„ალიანსის“ ცნობით, ასეთი ფარული შტაბი გახსნილია # 27-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კურკოვსკის ბაღთან კერძო საცხოვრებელ სახლში. აქედან კომისიის ერთ-ერთ წევრს, ჯუნა სიჭინავას (რომელიც მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის თავჯდომარეა) საარჩევნო ბიულეტენები გამოჰქონდა. ამის თაობაზე „ალიანსს“ კონკრეტული საჩივრით საოლქოსთვის არ მიუმართავთ, რადგან  მათი წარმომადგენლის მიერ ფაქტის აღმოჩენისთანავე ფარული შტაბი დაიშალა. „ალიანსი საქართველოსტვის“ ადგილობრივ ლიდერები აცხადებენ, რომ აქვთ ამ ჯგუფის წევრების სია, რომელიც მათ „ეროვნული ფორუმის“ წევრმა გადასცა. ჯგუფი ძირითადად ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებისგან შედგება. 

„ეროვნული საბჭოს“ მალთაყვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი მოგელი ტყებუჩავა „ნაციონალურ მოძრაობას“ უბნის გარეთ განხორციელებულ აგიტაციაში ადანაშაულებს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები