კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სეპარატისტები „სახელმწიფო საზღვარს“ ადამიანების გატაცებებით „აფიქსირებენ“

3 ივნისი, 2010
ახალგორის რაიონის სოფელ კირბალიდან ნუგზარ თაყაძე გაიტაცეს. ეს ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაზარალებულის ახლობლებმა მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, ამავე სოფლიდან ამავე გვარის კიდევ ორი სხვა პიროვნებაც არის გატაცებული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ვოვა ჯუღელმა თაყაძეების გატაცების სამივე ფაქტი დაადასტურა და დასძინა, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში გატაცებები ხშირია: „სეპარატისტები ასე ადამიანებს ხშირად იტაცებენ, მიჰყავთ ცხინვალში, რათა„საზღვარი“ დააფიქსირონ. მათ იქ საზღვრის დარღვევის ბრალდებით ასამართლებენ და მალევე უკანვე აბრუნებენ. ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ფორმალობაა“.

ჯუღელის თქმით, წინათ გატაცებული თაყაძეები მწყემსები არიან. ისინი საქონლის გადმოსაყვანად გადავიდნენ ე.წ. საზღავრზე, სადაც ისინი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი საქონლითურთ უკვე დაბრუნებულია სოფელში, მეორე კი ჯერჯერობით ისევ ცხინვალშია, სადაც იგი უნდა გაასამართლონ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისათვის.

„ერთი უკვე დავაბრუნეთ, მეორე მწყემსი კი, ჯერ ცხინვალშია. როგორც აკეთებენ ხოლმე, მასაც გაასამართლებენ და დაგვიბრუნებენ. რაც შეეხება დღეს გატაცებულ თაყაძეს, მის თაობაზეც დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს საღამოს მასაც დააბრუნებენ“, - ამბობს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი.

ნინი თოფურიძე

ახალი ამბები