კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვი დააკავა

7 ივნისი, 2010

ესპანურმა პოლიციამ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი შაქრო კალაშოვი დააკავა. როგორც უცხოური სააგენტოები იუწყებიან, დაკავებამდე ესპანურმა სასამართლომ ფულის გათეთრებისთვის კალაშოვს 7,5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 20 მილიონი ევროს დააკისრა, თუმცა მის წინააღმდეგ დაკავების ღონისძიება არ ტარდებოდა. კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესპანეთმა საქართველოდან კალაშოვის ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

ამასთან, კალაშოვის ადვოკატმა ჰავიერ გომეს დე ლიანომ განაცხადა, რომ მზად არის, გაასაჩივროს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.

2005 წლის ივნისში ესპანურმა პოლიციამ ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარა, რა დროსაც რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებიც კალაშოვის დანაშაულებრივი დაჯგუფებში შედიოდნენ. თავად კალაშოვმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაქცევა მოახერხა, თუმცა 2006 წელს დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.

ესპანური პროკურატურა შაქრო კალაშოვს, მეტსახელად „შაქრო მალადოის“ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში ადანაშაულებს, რომლის წევრებიც ესპანეთში შექმნილ კომპანიათა ქსელის საშუალებით დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს ათეთრებდნენ. კალაშოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში მითითებულია ათზე მეტი კომპანია, რომელთა საშუალებითაც ფულის გათეთრება ხდებოდა.

2008 წელს ესპანურმა გაზეთმა El Pais კალაშოვის ქონება 200 მილიონ ევროდ შეაფასა. იგი მოკოსვში აკონტროლებდა სამ კაზინოს, ფლობდა ნავთობკომპანია „ლუკოილის“ აქციებს, ასევე, უძრავ ქონებას ესპანეთში, რომლის ღირებულება 7,5 მილიონი ევროა.

2010 წლის მარტში ევროკავშირის შვიდი სახელმწიფოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს. დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 80-მდე წევრი. 25 მათგანი დააკავეს ავსტრიაში, 24 - ესპანეთში, 17 - გერმანიაში. მათ სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს - დაწყებული გამოძალვიდან, ნარკოტიკების გასაღებით დამთავრებული.

ამის გარდა, დაკავებულები იპარავდენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას, სასმელებს, რის შემდეგაც ნაქურდალს ყიდდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ამერიკიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი უპრეცედენტო მასშტაბის ნარკოტრანზიტი აღკვეთა. ორგანიზატორებად სახელდებიან შაქრო კალაშოვი და მისი თანამზრახველი ნუგზარ ბოჭორიშვილი.

ნუგზარ ბოჭორიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შაქრო კალაშოვისა და ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცავები ესპანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები