კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიის საკრებულოში ოპოზიციას ფრაქციის შექმნა შეუძლია

7 ივნისი, 2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამტრედიაში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, იმედა გოგავამ პროტესტით დაიწყო. გოგავამ საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ #49-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი აპარატი გაფუჭდა, #27-ე საარჩევნო უბანი საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა, ხოლო #47-ე უბანზე გადასატანი ყუთის 128 ბიულეტენზე კომისიის ბეჭედი და ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული, ისე გავიდა საარჩვენო უბნიდან.

რესპუბლიკური პარტიის წევრი იმედა გოგავა სწორედ ამ გადასატანი ყუთის შედეგების გაუქმებას ითხოვდა და ეს მოთხოვნა საოლქო-საარჩევნო კომისიამ მართლაც დააკმაყოფილა. როგორც სამტრედიის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, ავთო ლომიამ განაცხადა, მარკირების აპარატის გაფუჭების გამო არცერთ უბანს პრობლემა არ შექმნია, რადგან სადაც ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველგან მიიტანეს ახალი აპარატი. ხოლო # 27 საარჩევნო უბნის საათნახევრით გვიან გახსნას ავთო ლომია პროვოკაციულ განცხადებას უწოდებს.

სამტრედიის საოლქო-საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა. თუმცა ათამდე საჩივარი დაიწერა საუბნო-საარჩევნო კომისიებში.

სამტრედიის საარცევნო ოლქში სულ 48 541 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. აქედან არჩევანი მხოლოდ 22 855-მა დააფიქსირა. წინასწარი შედეგებით, ხმების 62, 39% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 14,24%_ ქრისტიან-დემოკრატებმა, 9,13%- ეროვნულმა საბჭომ მიიღო, დარჩენილმა პარტიებმა კი ხმების 14% გადაინაწილეს.

ამჯერად სამტრედიის საკრებულოში მმართველი პარტიის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება სამტრედიის საკრებულოში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ოპოციზიის მიერ მიღებული ხმები საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შესაქმნელად საკმარისია.

                        მარიკა ვაჭარაძე, სამტრედია

ახალი ამბები