კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველისგან ზურაბ დანელიშვილის დევნის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

7 ივნისი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს სახალხო დამცველს გურჯაანის საარჩევნო ოლქში „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ზურაბ დანელიშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.

„ზურაბ დანელიშვილის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა გურჯაანის საოლქო-საარჩევნო  კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინო ოდიშელიძემ. ოდიშელიძე საჩივარში აღნიშნავს, რომ 47-ე საარჩევნო უბანში, რომლის კენჭისყრის შედეგების გაუქმებასაც დანელიშვილი ითხოვდა, 30 მაისს, 20:22 საათზე შევიდა და ქაოსური სიტუაცია დახვდა. ოდიშელიძის განცხადებით, დანელიშვილი კომისიის წევრებს აძლევდა მითითებებს ხმამაღლა, კომისიის წევრები იყვნენ საშინლად აღელვებულები, ყვიროდნენ და აღარ ჰქონდათ იმის უნარი, რომ ბიულეტენები ნორმალურად დაეთვალათ. სინამდვილეში, საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელზე კომისიის წევრების ხელმოწერები არ იყო, რის გამოც დანელიშვილმა ბიულეტენების დათვლის პროცედურის შეჩერება, ყუთების დალუქვა და მისი საოლქო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საარჩევნო  კოდექსის 12631 მუხლი ითვალისწინებს დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების დაჯარიმებას, თუ მათ დაარღვიეს ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნები. 

„ზურაბ დანელიშვილის საქმის მასალების შესწავლის  შედეგად გაირკვა, რომ „მას არ მოუხდენია გავლენა ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე  და არც რომელიმე საარჩევნო  სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი უტარებია. აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ზეწოლა, რათა ის დაააშინონ, რომ დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები არ გამოიყენოს“, - აღნიშნულია უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებაში. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

                                          

ახალი ამბები