კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყარაჯალაში 12-13 წლის ასაკში გათხოვებას ეწინააღმდეგებიან

8 ივნისი, 2010
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობის ნაწილი 12-13 წლის ასაკში დაოჯახებას ეწინააღმდეგება. ამ მიზეზით, ყარაჯალას საჯარო სკოლაში ახალი წესი შემოიღეს, რომელიც ბავშვის მშობლების დაჯარიმებას ითვალისწინებს - თუ ბავშვი 12-13 წლის ასაკში დაოჯახდება, მას სკოლაში სწავლის გაგრძელების საშუალება იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ მისი მშობლები ომში დაღუპულთა ოჯახების ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ორგანიზაციას 5 000 ლარით დაეხმარებიან.

ეს ინფორმაცია ყარაჯალას მაცხოვრებლებმა დაადასტურეს. მათი თქმით, მოსწავლეებმა და მშობლებმა გაფრთხილება სკოლის დირექტორისგან მიიღეს.

თავად სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა ახალი წესის შემოღებას კატეგორიულად უარყოფს. „საუბარი ნამდვილად იყო, რომ ეს პროცესი რამენაირად შეგვეჩერებინა. თვითონ მშობლები ათხოვებენ 12-13 წლის ბავშვებს, ხან ისე, რომ ბავშვს გათხოვება არ უნდა. ამიტომ, მშობლების ერთი ნაწილის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო დაჯარიმება და თანხა 5 000 ლარი იქნებოდა ეს თუ 4 000 ლარი, რომელიმე ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაერიცხათ, მაგალითად, ომში დაღუპულების ოჯახებს დახმარებოდნენ ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მაგრამ ამ წინადადებას სავალდებულო მოთხოვნის სახე არ მიუღია“, - განაცხადა ყარაჯალას სკოლის დირექტორმა ელზა აშიროვამ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები