კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალის რაიონში ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

8 ივნისი, 2010
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალის რაიონში ბოლო ხანს მომხდარი ინციდენტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს  და მხარეებს კომენტარებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისიამ პოზიცია საგანგებო განცხადებაში დააფიქსირა.

კერძოდ, ერვოკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ინციდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო, რომელთა შედეგად გარდაიცვალა და თანამდებობის რამდენიმე პირი, ადგილი ჰქონდა დაკავებებს, გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწვის შესახებ.

„მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია. რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ გააჩნია რეგიონში შესვლის შესაძლებლობა, არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა. მაშინ როდესაც ადგილობრივი გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში. თავშეკავება არის საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას“, - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მისიაში, ასევე, მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

1 ივნისს სოფელ დიხაზურგაში აფხაზური საბაჟო სამსახურის თანამშრომელი, 3 ივნისს კი სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია მოკლეს. ორივე დანაშაულის ორგანიზებაში სოხუმის რეჟიმი ქართულ სპეცსმსახურებს ადანაშაულებს. ქართული მხარის ვერსიით კი, კმვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მკვლელობებს დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და სცემეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები